18:22 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-24 18:01:07, 499 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს ეროვნული არქივი კაუნასის არქივის დელეგაციას უმასპინძლებს

ლიტვის ქალაქ კაუნასის არქივის დელეგაცია, არქივის დირექტორი გინტარას დრუკუსის ხელმძღვანელობით, 25 ივნისს საქართველოს ეროვნულ არქივს ერთკვირიანი ვიტიზით ეწვევა.

დელეგაციის შემადგენლობაში არიან: კაუნასის არქივის მთავარი სპეციალისტი რიმა მიკსენიენე და ადმინისტრაციისა და ელექტრონული დოკუმენტების დეპარტამენტის მენეჯერი კრისტინა სტანისაუსკე.

25 ივნისს, 15:00 საათზე ლიტველ კოლეგებს ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი თეონა იაშვილი მიიღებს.

ვიზიტის მიზანია საქართველოს ეროვნულ არქივსა და კაუნასის სახელმწიფო არქივს შორის ურთიერთობების გაღრმავება, გამოცდილების გაზიარება, ასევე, ორი ქვეყნის ისტორიის ამსახველი დოკუმენტების ციფრული ასლების გაცვლა.

კაუნასის არქივის წარმომადგენლები დაათვალიერებენ უახლესი, საისტორიო და კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალურ არქივებში ლიტვასთან დაკავშირებით დაცულ მასალებს, გაეცნობიან დოკუმენტების დიგიტალიზაციის პროექტის მიმდინარეობასა და  რესტავრაციის ლაბორატორიის მუშაობას.

ვიზიტი 2 ივლისს დასრულდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალგორის რაიონში გადაადგილების საშვების გაცემა განახლდა - DRI
Starbucks-ი ოფიციალურად შემოდის საქართველოს ბაზარზე
სოციალური სამართლიანობის ცენტრი: პატიმრების კვება საქართველოში სერიოზულ კითხვებს ბადებს
კუპრაძე - არჩევნები ხელისუფლების შეცვლის ერთადერთი სწორი და მშვიდობიანი გზაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics