23:46 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-24 10:39:05, 699 ნახვა

საზოგადოება
დღეს გახდება ცნობილი, არის თუ არა ცოცხალი ვეფხვი, რომელსაც ეძებენ

სავარაუდოდ, დღეს იმ ვოილერს გაწმენდენ, სადაც ვეფხვი ცხოვრობდა.  შესაბამისად, დღის ბოლომდე გახდება ცნობილი, არის თუ არა ცოცხალი მტაცებელი, რომელსაც კვირაზე მეტია ეძებენ.

"ჩვენ მივუხლოვდით ვეფხვების ვოლიერებს, სადაც ზოოპარკის ადმინისტრაციისგან გვქონდა მიღებული ინფორმაცია, რომ ამ პერიმეტრზე უნდა ყოფილიყო, ძალიან პატარა მონაკვეთი სადაც არის შესაძლებელი, რომ იყოს ცხოველი ჩაფლული. ამიტომ, დღის ბოლომდე რაღაც დონეზე პასუხი გვეცოდინება",-განაცხადა  "თბილსერვის ჯგუფის" ვაკის ტრანსპორტის ბლოკის უფროსმა დავით ჭავჭანიძემ "კურიერთან" საუბრისას.

ამასთან, ზოოპარკი  სტიქიის შედეგად გადარჩენილი ცხოველების სიასაც გამოაქვეყნებს.

ზოოპარკის ტერიტორიაზე  და სტიქიის ზონებში გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-მ ამერიკული ხელოვნური ინტელექტის კოპირებისთვის ჩინეთისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების განხილვა დაიწყო
აშშ-მ ირანისა და ირანის მხარდამჭერი გემების დევნა დაიწყო
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics