23:45 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-04 18:42:25, 2801 ნახვა

სამხედრო
ლევან იზორია სამხედრო მოსამსახურეებისთვის ხელფასის გაზრდას აანონსებს

თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას განცხადებით, სამხედრო მოსამსახურეებს წოდებრივი მდგომარეობის შესაბამისად ხელფასი 100-დან 500 ლარამდე გაიზრდებათ.

მისივე თქმით, მალე მთავრობა სამხედრო მოსამსახურეებს ახალ სოციალურ პაკეტს შესთავაზებს.

თავდაცვის მინისტრმა ასევე ისაუბრა სამხედრო სამსახურიდან კადრების გადინებაზე და მას ნორმალური პროცესი უწოდა. 

„ჩვენი პოლიტიკა ორიენტირებულია სწორედ ძალთა შენარჩუნებაზე და ერთერთი კომპონენტი არის სწორედ პერსონალის შენარჩუნება. ამ მიზნით, 8000 სამხედრო მოსამსახურეს წელს გაეზრდება ხელფასი 100 დან 500 ლარის ფარგლებში, წოდებრივი მდგომარეობის შესაბამისად. ჩვენ გვინდა დამატებითი სოციალური პაკეტები შევთავაზოთ და ახლო  მომავალში მთავრობა გააჟღერებს ამის შესახებ, რომ მეტი მოტივაცია ჰქონდეთ თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს, რომ უფრო დიდი პერიოდის  განმავლობაში ემსახურონ, დარჩნენ, სამხედრო თავდაცვის ძალებში“, - განაცხადა იზორიამ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics