|
2015-06-22 17:29:24, 529 ნახვა
საზოგადოება
აჭარის მთავრობა ხანძრით დაზარალებული ოჯახებისთვის 98 000 ლარს გამოყოფს
აჭარის მთავრობა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში ხანძრის შედეგად განადგურებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის აღსადგენად ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან 70 000 ლარს გამოყოფს. საცხოვრებელ სახლს ხანძარი 2015 წლის 5 თებერვალს გაუჩნდა, ამ დროს შენობაში 7 ოჯახი ცხოვრობდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სახლის აღდგენა-მშენებლობისთვის ფინანსური დახმარების გამოყოფის თაობაზე აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის წევრებმა 19 ივნისის სხდომაზე იმსჯელეს. აღნიშნული ოჯახების გარდა აჭარის მთავრობა ხანძრის შედეგად დაზარალებულ კიდევ 4 ოჯახს დაეხმარება. ქ. ბათუმში, ხანძრის შედეგად დაზარალებული დ. შ-ს ოჯახის დასახმარებლად გამოიყოფა 10 000 ლარი, ხოლო ა. ხ-ს ოჯახის დასახმარებლად 8 000 ლარი. ფინანსური დახმარება ხულოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ გ. ჩ-ს და ვ. ს-ს ოჯახებსაც გაეწევა, მათ სარეზერვო ფონიდან 5 000-5 000 ლარი გამოყოფათ. ამ ოჯახებს 5 000-5 000 ლარი, ასევე მიღებული აქვთ ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სარეზერვო ფონდიდან. სამთავრობო კომისიის რეკომენდაციით და აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით დაზარალებული ოჯახები თანხას უახლოეს პერიოდში მიიღებენ, ხოლო მრავალბინიანი სახლის აღსადგენად გათვალისწინებული თანხა გადაერიცხება ქობულეთის მუნიციპალიტეტს. ჯამში ჯამოიყოფა 98 000 ლარი.
კალაძე: რატომ გინდათ ყველაფერში ცუდი ეძიოთ? აბასთუმანში თვითმფრინავების გამონაბოლქვი პრობლემას ქმნიდა
სელფი მობაილის ქსელის განახლება: მომხმარებლის კმაყოფილების ზრდა
BOG ქმნის განათლების შესაძლებლობებს AI-ით და ტექნოლოგიებით დაინტერესებული გოგოებისთვის
იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში - ზუგდიდში შეხვედრა გაიმართება (რ)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)