|
2015-06-20 11:50:31, 403 ნახვა
საზოგადოება
ბათუმელი სტუდენტები თბილისის დასახმარებლად გაერთიანდნენ
ბათუმელი სტუდენტები თბილისის დასახმარებლად გაერთიანდნენ. როგორც „ექსპრესნიუსს“ აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, ბათუმში შექმნილი იყო ორი შტაბი, სადაც გროვდებოდა პირველადი მოხმარების ნივთები სტიქიით დაზარალებულთათვის. აღნიშნულ აქციაში აქტიური მონაწილეობა მიიღო აჭარის რეგიონში არსებულმა ყველა უმაღლესმა სასწავლებლებმა და მათ შორის სასწავლებლების ადმინისტრაციულმა პერსონალმა. დღეს დილის 11:00 საათზე ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოდან მოხდა შეგროვებული პროდუქტების და საყოფაცხოვრებო ნივთების თბილისში გამგზავრება. აჭარის ა.რ. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის მ/შ დავით მიქელაძე 50 სტუდენტ-მოხალისესთან ერთად გაემგზავრა თბილისში დაზარალებულ მოსახლეობასთან შესახვედრად და პროდუქტებისა და საყოფაცხოვრებო ნივთების გადასაცემად. აღნიშნულ საქველმოქმედო აქციაში მონაწილე ყველა სტუდენტს აჭარის ა.რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ მგალობლიშვილმა მადლობა გადაუხადა და დედაქალაქში გააცილა. აღსანიშნავია, რომ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამინისტრაციის გადაწყვეტილებით მიღებეული ხელფასის 1%-ს ჩარიცხავენ სოლიდარობის ფონდშიც(რომელიც შეადგენს დაახლოებით 7000 -მდე ლარს). ასევე უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით შემდგომში მოხდება დამატებით 5000 ლარის ჩარიცხვა. ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით თავიანთი ხელფასის 5%-ს ჩარიცხავენ სოლიდარობის ფონდში (რომელიც შეადგენს დაახლოებით 10 000 ლარს). ახალგაზრდული დეპარტამენტის ინიციატივას გამოეხმაურა კერძო კომპანიები: „ბათუმი ივენთ გრუპი“, „ალექსანდრია“, „იალჩინი“, რომლებიც უზრუნველყოფენ 50-ოჯახისთვის განკუთვნილ საკვებს (ზეთი, ბურღულეული, შაქარი, მარილი, ფქვილი, კონსერვები, ერთჯერადი მოხმარების ნივთები და სხვა).
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ირანმა შესაძლოა ჰორმუზის სრუტის ნაწილი გახსნას, თუმცა არსებობს ერთი პირობა, - Reuters
სალომე ზურაბიშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - არც განმარტება… ცაც ბიძინასია?
ტრამპმა ლიბანისა და ისრაელის ლიდერებს შორის 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველად, შეხვედრის შესახებ განაცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)