14:41 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-19 13:15:46, 344 ნახვა

საზოგადოება
სტიქიის ზონა უპილოტო საფრენი აპარატით დაათვალიერეს

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა წყნეთი-ახალდაბისა და წყნეთი-ბეთანიის ტერიტორიაზე სტიქიის ზონა  უპილოტო საფრენი აპარატის საშუალებით, გეოლოგებთან ერთად დაათვალიერა. 

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს დახმარებით, მდინარე ვერეს ხეობის არეალში  აეროგადაღება განხორციელდა. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებს საშუალება ექნებათ მოახდინონ კრიტიკული უბნების იდენტიფიცირება, რომლებმაც  კატასტროფული მოვლენები განაპირობეს.

აეროგადაღების შედეგად სარისკო უბნების რუკაზე გადატანა და  მომავლისთვის რისკების შეფასება მოხდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics