|
2015-06-19 11:27:10, 333 ნახვა
საზოგადოება
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში, შშმ ბავშვებს რეაბილიტაციის კურსი ჩაუტარდათ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინიტრო, უკვე მეორე წელია ახორციელებს „შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა სოციალური ადაპტაციის“ პროგრამას. სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამა ითვალისწინებს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვების ბათუმის სადღეღამისო სარეაბილიტაციო ცენტრებში 15 დღიანი სამკურნალო და სარეაბილიტაციო კურსის ჩატარებას, რომელიც მუნიციპალიტეტებში მსგავსი მომსახურების მიმწოდებლების არარსებობის გამო მათთვის ხელმიუწვდომელია. 15 დღიანი კურსის განმავლობაში ხორციელდება შშმ ბავშვთა სამედიცინო მეთვალყურეობა, მათ საჭიროებებზე მორგებული სწავლება, ფსიქოლოგიური დახმარება, სადღეღამისო მომსახურება კვებით, სოციალური უნარ-ჩვევების სწავლება, საგანმანათლებლო და გასართობი ღონისძიებების ორგანიზება. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ოჯახურთან მიახლოებული გარემოს შექმნის მიზნით ბენეფიციარების პროგრამაში ჩართვა ხორციელდება მშობელთან ან ოჯახის სრულწლოვან წევრთან ერთად. 2015 წელს, პროგრამით უკვე ისარგებლა 16-მა შშმ ბავშვმა, წლის განმავლობაში სარეაბილიტაციო კურსი ჯამში 40 ბენეფიციარს დაუფინანსდება. პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 36 000 ლარს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)