09:06 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-18 19:00:48, 393 ნახვა

საზოგადოება
ივანიშვილი: თუ ვერე მილებში არ იქნებოდა, უბედურება, ალბათ, მაინც მოხდებოდა

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ მდინარე ვერეს მილებში გატარება და კალაპოტის დავიწროვება არასწორი იყო, თუმცა, ვარაუდობს, რომ სტიქიური უბედურება ამის გარეშეც მოხდებოდა.

"მე ძალიან  ბევრი მიშენებია, პროფესიით არქიტექტორი არ გახლავართ და არც კონსტრუქტორი, მაგრამ შეიძლება ძალიან ბევრ არქიტექტორსაც და კონსტრუქტორსაც შევეკამათო. დიდი პრაქტიკა მაქვს,  მდინარის მილში ჩაგდება და ასეთი მთის  მდინარის, ძალიან სერიოზულ კითხვებს იწვევს და ჩემი აზრით, ექსპერტებმა საბოლოოდ უნდა დაადგინონ, მაგრამ არასწორი იყო, როდესაც ის მილებში გაატარეს და ამან გამოიწვია ეს.ალბათ მაინც იქნებოდა უბედურება,  ვერავინ აწონის, იმ შემთხვევაში, თუ მდინარე მილებში არ იქნებოდა და თავის კალაპოტში ივლიდა, რა მოხდებოდა. მაგალითად, ბოტანიკურ ბაღში ჩამომავალი მდინარე, ისიც მთის მდინარეა,  ბიზნესცენტრის უკან დიდი აუზი მქონდა, მთლიანად შემოვარდა წყალი იქ  და გადასილულია ისიც. როგორც არაპროფესიონალის, ჩემი აზრია, რომ რა თქმა უნდა, იყო გადაცდომა",-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ყოფილი პრემიერი ფიქრობს, რომ გარემოზე ზემოქმედების როლი უნდა გაიზარდოს და განაშენიანების რეგულაციები  გამკაცრდეს.

"ჩვენ უნდა გვყავდეს პროფესიონალი გუნდი არქიტექტორების.უნდა გვყავდეს სპეციალისტებით დაკომპლექტებული სოლიდური გუნდი. გასაგებია, რომ შეგნებულად ესხმოდნენ თავს პანორამას პროექტს, რამეთუ ჩემთან ჰქონდა ამას კავშირი და ძირითადი კრიტიკოსები პროექტის აზრზე არ იყვნენ.ზოგადად, არქიტექტურული პროექტები და ეს პროცესი რთულ მდგომარეობაშია, რადგან ჩვენ გვაკლია გამოცდილება, პროფესიონალები და უნდა გამკაცრდეს გარემო ზედამხედველობის როლი",-აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ათობით დაჭრილი, კიევი, ხარკოვი, ოდესა და დნიპრო რუსი ოკუპანტების დაბომბვის ქვეშ მოექცნენ
ლენინგრადის გუბერნატორმა განაცხადა, რომ რეგიონი „ფრონტის ხაზად“ იქცა
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics