10:12 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-18 13:32:01, 415 ნახვა

საზოგადოება
აშშ-დან სატყეო სამსახურის სპეციალისტები, სეისმოლოგები და გეოლოგები ჩამოვლენ

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი თბილისში არსებულ ვითარებას გამოეხმაურა. 

როგორც ელჩმა აღნიშნა, აშშ-დან დასახმარებლად სატყეო სამსახურის სპეციალისტები, სეისმოლოგები და გეოლოგები ჩამოვლენ.

„გამოვხატავთ ჩვენს გულისტკივილს ამ საშინელი ტრაგედიის გამო, რაც მოხდა. როგორც ვიცით, კვლავ მიმდინარეობს დაღუპული ადამიანების ძიება. ასევე გამოვხატავთ გულის ტკივილს ზოოპარკის დირექტორის და მისი თანამშრომლების მიმართ. ამერიკის შეერთებული შტატების შეეცდება გაუწიოს საქართველოს დახმარება ამერიკის სატყეო სააგენტოს წარმომადგენლების ჩართვით, რომლებსაც კარგი გამოცდილება აქვთ მეწყერულ რისკებთან და წყალდიდობასთან დაკავშირებით, რადგან ვიცით, რომ საქართველოში კვლავ არსებობს საშიშროება. რაც შეეხება ფინანსურ დახმარებას, ველოდებით ხელისუფლებას, რომ მოხდეს კონკრეტული წინადადებების წარდგენა კონკრეტული მიმართულებებით“, - განაცხადა ნორლანდმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სალომე ზურაბიშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - არც განმარტება… ცაც ბიძინასია?
ტრამპმა ლიბანისა და ისრაელის ლიდერებს შორის 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველად, შეხვედრის შესახებ განაცხადა.
მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ბაზისბანკმა ლიბერთი ბანკის შეძენა წარმატებით დაასრულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics