10:12 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-17 19:55:42, 485 ნახვა

საზოგადოება
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ნაფეტვრებისკენ მიმავალი ტერიტორიიდან ხის მერქანი გაიტანეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ნეფეტვრებისაკენ მიმავალ ტერიტორიაზე დაყრილი ხის მერქანი ადგილიდან გაიტანეს.

ინფორმაციას გარემოს დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„სტიქიის ზონიდან გამოტანილი ხის მერქანის  ტერიტორიაზე განთავსების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა, რის შემდეგაც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ( 15 ივნისს გამთენიისას 02:00 საათზე  და ასევე 15 ივნისს დილით 10:00 სათზე), მოახდინა ადგილზე არსებული სიტუაციის შესწავლა. ხის მერქანი დაყრილი იყო გრუნტის გზის სავალი ნაწილის მარცხენა მხარეს მდინარის კალაპოტიდან დაახლოებით 100-120 მეტრში.   დეპარტამენტი არ ფლობს ინფორმაციას, ვის მიერ მოხდა აღნიშნულ ტერიტორიაზე  ხის მერქანის განთავსება. ამასთან,  გზის სავალი ნაწილი არ იყო ჩაკეტილი და ხის მერქანის (ძლიერი წვიმის დროსაც კი) მდინარეში ჩაყრის საშიშროება არ არსებობდა. ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სამინისტროს უწყებაში შემავალი დანაყოფები იმყოფებოდნენ და ამჟამადაც იმყოფებიან ე.წ ახალი გზის გაწმენდით სამუშაოებზე. შესაბამისად, ადამიანური რესურსების სიმცირის გამო მხოლოდ დღეს მოხერხდა აღნიშნული ტერიტორიიდან ხის მერქანის გამოტანა“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სალომე ზურაბიშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - არც განმარტება… ცაც ბიძინასია?
ტრამპმა ლიბანისა და ისრაელის ლიდერებს შორის 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველად, შეხვედრის შესახებ განაცხადა.
მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ბაზისბანკმა ლიბერთი ბანკის შეძენა წარმატებით დაასრულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics