23:28 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-15 16:21:16, 451 ნახვა

საზოგადოება
მერია: სტიქიით დაზარალებულებულებს განსაკუთრებით ჰიგიენური საშუალებები სჭირდებათ

სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად თბილისის რაიონულ გამგეობებში სხვადასხვა ჰიგიენური და პირველადი მოხმარების ნივთების შეგროვება გრძელდება. 

ამის შესახებ დედაქალაქის მერიის განცხადებაშია აღნიშნული.

„განსაკუთრებით დეფიციტურია მცირეწლოვანი ბავშვებისთვის საჭირო საფენები (4,5,6 ზომის), კბილის ჯაგრისები და პასტები, სარეცხი საშუალებები, შამპუნები, ტუალეტის ქაღალდი.

დაზარალებულებს შორის არიან 2-7 და 10-15 წლამდე ბავშვები, რომელთაც არ აქვთ შესაბამისი ზომის სამოსი, ისეთი, როგორიც არის ტრუსები, მაისურები, ფეხსაცმელები და სხვა სახის ტანსაცმელი.  ასევე, საჭიროა ფეხსაცმელი 36-იდან 44 ზომის ჩათვლით. 

რაც შეეხება საკვებსა და წყალს, არსებული ინფორმაციით მარაგშია დღენახევარი-ორი დღის საკვები პროდუქტები. 

პირებს, ვისაც სურთ, დაეხმარონ სტიქიით დაზარალებულებს, შეუძლიათ, დაუკავშირდნენ თბილისის მერიის საკონტაქტო პირს, ლიკა ბურდულს ტელეფონზე 551 51 58 34“,- ნათქვამია მერიის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics