01:11 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-14 17:26:13, 453 ნახვა

საზოგადოება
პრემიერი მოსახლეობას თხოვს საავტომობილო მოძრაობისგან თავი შეიკავონ

„მინდა მოსახლეობას  თხოვნით მოგმართოთ, რომ გადაუდებელი აუცილებლოს გარეშე თავი შეიკავოთ ავტომანქანით გადაადგილებისგან’,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი  ღარიბაშვილმა კრიზისების მართვის საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა სხდომაზე აღნიშნა, საგანგებო შტაბი უწყვეტ რეჟიმში მუშაობს და მიმდინარეობს  სტიქიის მიზეზების კვლევა.

„სტიქიის გამო შეფერხებები იქმნება  გადაადგილებაში. მინდა  მოსახლეობას თხოვნით მოგმართოთ, რომ  გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე  თავი შეიკავოთ  ავტომანქანით გადაადგილებისგან. საგანგებო შტაბი უწყეტ რეჟიმში მუშაობს და მიმდინარეობს  სტიქიის მიზეზების კვლევა.  ასევე ითვლება ზარალი და მოსახლეობას  მაქსიმალურად  დახმარება და მხარდაჭერა გაეწევა. გუშინ ღამე დავავალე ეს ყველა უწყებას. მთლიანად მობილიზებულია საქართველოს მთავრობა. მოქალაქეებმა უპრეცენდენტო სოლიდარობა გამოამჟღავნეს.   ყველას დიდი მადლობა მინდა გადავუხადო  ასეთი სოლიდარობისთვის“,-აღნიშნა პრემიერმა.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics