01:11 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-14 15:39:16, 328 ნახვა

საზოგადოება
სტიქიის გამო თბილისის ზოგიერთ უბანში წყალმომარაგება შეზღუდვით ხორციელდება

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დედაქალაქში შექმნილი კრიზისიული ვითარების გამო, დამატებითი რესურსით, გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობს. როგორც „ექსპრესნიუსს“კომპანიიდან აცნობეს, 24 საათიან რეჟიმში მორიგეობს 28 სადისპეტჩერო და საავაირო ბრიგადა, ასევე მობილიზებულია მძიმე სპეც-ტექნიკა. წყლის ხარისხის მონიტორინგი და კონტროლი, 24-საათიან უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს კომპანიის ცენტრალური და სათავე ნაგებობებზე განთავსებული ლაბორატორიების მიერ. თბილისის მოსახლეობისთვის მიწოდებული წყლის ხარისხი სრულად აკმაყოფილებს ეროვნული რეგლამენტით გათვალისწინებულ სტანდარტებს. რაც შეეხება დედაქალაქის წყალმომარაგებას, სტიქიის გამო, თბილისის ზოგიერთ უბანში წყალმომარაგება შეზღუდვით ხორციელდება. ამ ეტაპზე კომპანია ორი მსხვილი დაზიანების ლიკვიდაციაზე მუშაობს: ადიდებულმა მდინარე ვერემ დააზიანა 500 მმ მაგისტრალური წყალდენი, რის გამოც წყალმომარაგება შეფერხებით მიეწოდება ბაგების ზედა ზონას. ჭავჭავაძის გამზირი N5-ის უკან, უშუალოდ სტიქიის ზონაში, ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაზიანებულია 900მმ მაგისტრალური მილდენი, რის გამოც წყლამომარაგება დროებით შეზღუდული აქვს ვაკის, ვერის და საბურთალოს ნაწილს. წყლის მიწოდების შეზღუდვაზე დეტალური ინფორმაციის მოძიებას თბილისელები შეძლებენ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ფეისბუქის გვერდზე, ვებგვერდზე და ცხელი ხაზის მეშვეობით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics