17:08 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-14 15:01:32, 431 ნახვა

საზოგადოება
სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ათამდე გაიზარდა

13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით,  დაღუპულთა რიცხვი ათამდე გაიზარდა.

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ინფორმაციით, დაღუპულებს შორის არიან მაშველებიც.  ზუსტდება დაკარგული მოქალაქეების რაოდენობა. თბილისის საავადამყოფოებში რეგისტრირებულია 36 დაშავებული ადამიანი. მათგან 16 მოქალაქე სხვადასხვა მოტეხილობებით რჩებიან სტაციონარებში. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ქალაქის ზოგიერთ მაგისტრალზე მოძრაობა შეზღუდულია. მოძრაობის ალტერნატიული მარშრუტები განთავსებულია შსს-ს ვებ-გვერდზე.

ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად კვლავ ჩაკეტილია წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელი საგზაო მაგისტრალი. მეწყერის შედეგად გარე სამყაროს მოწყვეტილია სოფელი ახალდაბა. სოფელში ჩარჩენილი დაახლოებით 180 ადამიანს დღესვე მიეწოდება სასწრაფო ჰუმანიტარული დახმარება, რაც მოიცავს სასმელ წყალს, საკვებს, ჰიგიენურ საშუალებებს, საბნებს და ლეიბებს.  

რაც შეეხება ზოოპარკიდან გაქცეულ ცხოველებს, საბჭოს ინფორმაციით,  მათი რაოდენობა ზუსტდება.

"ზოოპარკის ხელმძღვანელობა ახორციელებს დაღუპული და გაქცეული ცხოველების აღრიცხვას, რის შესახებაც მოსახლეობას მყისიერად მიეწოდება ინფორმაცია.  ამ დროისთვის, მოსახლეობას მოვუწოდებთ მტაცებელი ცხოველის დაფიქსირების შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ ცხელ ხაზს - 112-ს", – აღნიშნულია განცხადებაში. 

ამასთან, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების საბჭოში აცხადებენ, მოქალაქეები სამაშველო–გაწმენდით სამუშაოებში მონაწილეობის სურვილს გამოთქვამენ. 

„სტიქიის ლიკვიდაციისთვის პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი საგანგებო შტაბი უწყვეტ რეჟიმში მუშაობს. ყველა ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და ცოცხალი ძალა. ამოქმედებულია ყველა რესურსი. ადგილზე იმყოფება ყველა შესაბამისი სამსახური და ყველაფერი კეთდება სტიქიის შედეგების შეძლებისდაგვარად მოკლე დროში ლიკვიდაციისთვის.
ცხელ ხაზზე შემოდის მრავალი სატელეფონო ზარი და მოქალაქეები გამოთქვამენ სამაშველო-გაწმენდით სამუშაოებში მონაწილეობის სურვილს. საგანგებო შტაბი მადლობას უხდის მოსახლეობას გამოჩენილი თანადგომისთვის. თუმცა, უნდა განვაცხადოთ, რომ ამ ეტაპზე სახელმწიფო საკუთარი რესურსებით ახორციელებს სტიქიის შედეგების აღმოფხვრას. იმ შემთხვევაში, თუ საჭირო გახდება დამატებითი რესურსების მობილიზება, მოსახლეობას ამის შესახებ მიეწოდება ინფორმაცია და ეს პროცესი განხორციელდება ორგანიზებულად“, – ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - ბრიუსელის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან დიალოგი შეჩერდა
ფოტოგრაფი ალექსანდრ შიშკო ბელარუსში საქართველოდან დაბრუნებისას დააკავეს
რეჟიმის აგენტების კანონი, წითელი ჯვრის და საფინანსო ინსტიტუტების გაცემულ გრანტებზე არ იმუშავებს
რადიკალებმა რომლებიც ბოლნისის მერიის თანამშრომლები არიან, ბიჭს აიათოლაზე დაწერილი პოსტის გამოც გაუსწორდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics