2015-06-14 09:02:58, 423 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქში ზოოპარკიდან გაქცეული 2 პინგვინი იპოვეს
დედაქალაქში ზოოპარკიდან გაქცეული 2 პინგვინი იპოვეს. მათგან ერთი ლაგუნა ვერესთან ნახეს.
ამის შესახებ „ექსპრენიუსს“ ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მზია შარაშიძემ განუცხადა.
ცნობისთვის, ძლიერი წვიმის გამო, ზოოპარკიდან ცხოველები გაიქცნენ. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები. მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.
როგორც მზია შარაშიძემ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, მას დადასტურებული ინფორმაცია არ აქვს, ნაპოვნია თუ არა ზოოპარკიდან გაქცეული ყველა ცხოველი.
ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებს, დედაქალაქში გადაადგიებისგან თავი შეიკავონ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან