04:05 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-13 12:30:46, 376 ნახვა

საზოგადოება
სოზარ სუბარი კახეთის რეგიონში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი,  მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილი, კახეთის გუბერნატორის მოადგილე ზურაბ არსენიშვილი და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები კახეთის რეგიონში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდნენ.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს. 
მათივე ცნობით, დევნილი ოჯახებისათვის კახეთის რეგიონში  სამინისტრომ 14 საცხოვრებელი სახლი მიწის ნაკვეთით შეისყიდა. აქედან, ახმეტის რაიონში მდებარეობს 1 სახლი, თელავის რაიონში 3, ყვარელის რაიონში 2, გურჯაანის რაიონში 5, ხოლო სიღნაღის რაიონში, 3  დევნილი ოჯახია განსახლებული. 
სოზარ სუბარმა დევნილი ოჯახებისათვის შესყიდული სახლები დაათვალიერა და მათ საცხოვრებელ პირობებს ადგილზე გაეცნო.
უწყების ინფორმაციით, აღნიშნული სახლები, დევნილმა ოჯახებმა საკუთარი სურვილის მიხედვით შეარჩიეს. ბენეფიციარების მიერ შერჩეული სახლები, სამინისტრომ კრიტერიუმების გათვალისწინებით შეისყიდა.  
გალის რაიონიდან დევნილი დარეჯან ქობალია, მეუღლესა და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად, თელავის რაიონის სოფელ შალაურაში, სამინისტროს მიერ შესყიდულ სახლში ცხოვრობს.
როგორც ქალბატონი დარეჯანი იხსენებს,  2014 წლამდე გაუსაძლის პირობებში ცხოვრობდა, რის გამოც არაერთი საცხოვრებელი ადგილის გამოცვლა მოუხდა. დარეჯან ქობალია მე-2 ჯგუფის ინვალიდია და ოჯახის ერთადერთი შემოსავლის წყარო დევნილის შემწეობაა.
კერძო სახლთან ერთად, სამინისტომ დარეჯან ქობალიას ოჯახისთვის 2000მ2 მიწის ნაკვეთიც შეისყიდა, რაც მათთვის დამატებით საარსებო წყაროს წარმოადგენს. 
„სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, სახლის შესყიდვაზე თანხმობა ეთქვა 526 დევნილ ოჯახს, აქედან 226  ოჯახი უკვე შესახლებულია სამინისტროს მიერ შეძენილ სახლებში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics