02:09 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-11 18:11:47, 309 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის მინისტრმა კაპრალ დავითაიას ოჯახს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ავღანეთში მიღებული ჭრილობისგან გარდაცვლილი კაპრალ რამაზ დავითაიას ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა. დღეს, თინათინ ხიდაშელი დაღუპული ქართველი სამხედროს მშობლიურ სოფელში, სენაკის რაიონის სოფელ საწულეისკიროში ჩავიდა და თანაგრძნობა გამოუცხადა დაღუპული სამხედროს ახლობლებს. თავდაცვის მინისტრთან ერთად, სოფელ საწულეისკიროში იმყოფებოდა ასევე, გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია.

კაპრალ რამაზ დავითაიას სამოქალაქო პანაშვიდები სოფელ საწულეისკიროში დღეიდან დაიწყო. მხედრული პატივის მიგების ცერემონია მის საცხოვრებელ ადგილზე ყოველდღე, 12:00 საათიდან 20:00 საათამდე ჩატარდება. ქართველი სამხედრო 16 ივნისს, 15:00 საათზე, მხედრული პატივით დაიკრძალება.

საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის კაპრალი რამაზ დავითაია, 8 ივნისს გორში მდებარე თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში გარდაიცვალა. ქართველი სამხედრო მოსამსახურე, რომელიც ავღანეთში 2012 წლის 20 ივნისს საბრძოლო ოპერაციის შესრულების დროს მძიმედ დაიჭრა, გერმანიისა და საქართველოს კლინიკებში ხანგრძლივი მკურნალობისა და რეაბილიტაციის კურსებს გადიოდა.

რამაზ დავითაია შეიარაღებულ ძალებში 2007 წლის 26 ივნისიდან ირიცხებოდა. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით, მედლით „სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის“ და უწყებრივი მედლით "საბრძოლო იარისათვის".





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics