2015-06-11 12:46:57, 312 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვის სამინისტროსა და აგრარულ უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი აგრარულ უნივერსიტეტს სტუმრობდა.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი სატყეო და აგრომონიული ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა და გარემოს დაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმებსა და სამომავლო პროექტებზე ესაუბრა.
დღესვე, მინისტრმა და აგრარული უნივერსიტეტის რექტორმა ლაშა გოცირიძემ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომლის თანახმად სატყეო ფაკულტეტის სტუდენტები ეროვნულ სატყეო სააგენტოში სტაჟირებას გაივლიან. წარმატებული სტუდენტები კი, სატყეო სექტორში დასაქმდებიან.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან