03:43 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-10 14:48:07, 648 ნახვა

სამხედრო
ვახტანგ კაპანაძე სომეხ კოლეგას შეხვდა

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე სომეხ კოლეგას შეხვდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამწყობრო მოედანზე ოფიციალური დახვედრის ცერემონიალი გაიმართა. სომხეთის რესპუბლიკის დელეგაციას შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი გენერალ-პოლკოვნიკი იური ხაჩატუროვი ხელმძღვანელობს.

შეხვედრაზე მხარეებმა სამხედრო განათლების კუთხით თანამშრომლობის გაღრმავებისა და გამოცდილების გაზიარების საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების რეაბილიტაციის საკითხსაც.

შეხვედრას საქართველოს შეიარაღებული ძალების J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი, გენერალი გიორგი სურმავა, ასევე, სომხეთის შეიარაღებული ძალების უფროსის მოადგილე, გენერალ-ლეიტენანტი სტეფან გალსტიანი და სხვა სამხედრო მაღალჩინოსნები დაესწრნენ. 

დღესვე, სომხური დელეგაციის წევრები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ. სტუმრებმა პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას და მათი საფლავები გვირგვინებით შეამკეს.

გენერალ-პოლკოვნიკი ხაჩატუროვი საქართველოში ნატოს სტრატეგიული სამხედრო პარტნიორობის კონფერენციის ფარგლებში იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში, სომხური დელეგაციის წევრები საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილსა და პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდებიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics