02:08 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-10 14:46:08, 442 ნახვა

საზოგადოება
ოთხ დევნილ სტუდენტს სწავლის საფასური დაუფინანსდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, „ქართული ლუდის კომპანიამ“ კიდევ ოთხი  დევნილი სტუდენტის სწავლა დააფინანსა.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს.  
„ქართული ლუდის კომპანიამ“  სტუდენტები,  საკუთარი კრიტერიუმების საფუძველზე, მათი ოჯახების ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით შეარჩია.

სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი შულაია, ირაკლი ლეჟავა, ანი კასრაძე და გურამ მაისურაძე დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილეს მამუკა ცოტნიაშვილს და „ქართული ლუდის კომპანიის“ წარმომადგენელებს კახა პაიჭაძესა და ხათუნა მიქაცაძეს შეხვდნენ. 
მამუკა ცოტნიაშვილმა  სტუდენტებს სწავლის საფასურის დაფინანსება მიულოცა და წარმატება უსურვა.

აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილი სტუდენტები სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში, ბიზნესის მართვის, ტურიზმის და მენეჯმენტის ფაკულტეტებზე სწავლობენ.

გასულ წლებში, კომპანიამ უკვე დააფინანსა 9 დევნილი სტუდენტის სწავლის საფასური. დევნილი სტუდენტების განათლების ხელშეწყობის მიზნით, სამინისტროსა და კერძო სექტორის თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics