2015-06-10 09:22:07, 470 ნახვა
საზოგადოება
საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია დღეს დაიწყება
სააღმზრდელო წლის დასრულების შემდეგ, 25 საბავშვო ბაგა-ბაღში სასწავლო პროცესი კიდევ ერთი თვით გახანგრძლივდება.
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, 1 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით თბილისის ათივე რაიონში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესს ,,საზაფხულო ბაღები’’ გააგრძელებენ.
საზაფხულო ბაგა-ბაღები შეირჩა ადგილ-მდებარეობის, კეთილმოწყობილი შენობისა და ეზოს ფაქტორების გათვალისწინებით.
საზაფხულო ბაგა-ბაღებში ბავშვების რეგისტრაცია ვებ-გვერდზე - www.kids.org.ge დღეიდან 28 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.
საზაფხულო ბაღში დარეგისტრირებით აღსაზრდელები მომსახურებას მიიღებენ მხოლოდ მიმდინარე წლის ივლისის თვეში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან