2015-06-04 00:52:25, 358 ნახვა
საზოგადოება
წვიმის შედეგად დუშეთსა და ბაზალეთის გზები ჩაიხერგა
წვიმის შედეგად დუშეთის რაიონში ხევი ადიდდა და გზის სავალი ნაწილი დატბორა. როგორც "ექსპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, თბილისი-ბაზალეთის გადასახვევთან გზა ჩახერგილია და ავტომობილები გადაადგილებას ვერ ახერხებენ.
მათივე ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია სპეცტექნიკა და მიმდინარეობს გზის გამწმენდი სამუშაოები.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან