11:24 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-26 12:49:28, 835 ნახვა

სამხედრო
ამერიკული სამხედრო ტექნიკა და პირადი შემადგენლობა საქართველოშია

მრავალეროვნულ სწავლებაში „ღირსეული პარტნიორი 2018“ მონაწილეობის მისაღებად ბულგარეთში, კონსტანცას პორტიდან გამოგზავნილი ამერიკული ჯავშანტექნიკა უკვე საქართველოშია.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-ის შეიარაღებული ძალების საბრძოლო ჯავშანმანქანა „სტრაიკერი“, ქვეითთა საბრძოლო მანქანა „ბრედლი“, M1A2 ტიპის ტანკი „აბრამსი“ და სხვა ტიპის სამხედრო ტექნიკა ფოთის პორტში უკვე ჩამოიტვირთა. ვაზიანის მიმართულებით სამხედრო ტექნიკის ნაწილი ავტომატარებლის საშუალებით, ნაწილი კი - თვითსვლით გადაადგილდება.

აშშ-ის ევროპის სარდლობის ჯავშანტექნიკა ბულგარეთში, კონსტანცას პორტში ხომალდზე დაიტვირთა და შავი ზღვით საქართველოსკენ 22 ივლისს წამოვიდა.

საჰაერო გზით კი, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მრავალეროვნულ სწავლებაში მონაწილე აშშ-ის ევროპის სარდლობის II საკავალერიო პოლკის პირადი შემადგენლობა უკვე ჩამოფრინდა. წვრთნაში მონაწილე ამერიკელი სამხედროების ნაწილი კი, საქართველოში 31 ივლისამდე ეტაპობრივად ჩამოვა.

სწავლება ოფიციალურად ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე 1 აგვისტოს გაიხსნება. „ღირსეული პარტნიორი 2018“ საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის ლიდერობით ხორციელდება. სწავლების სცენარი სტაბილურობის, შეტევა/თავდაცვის ოპერაციებს ემყარება.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
თბილისში კაცი ცოლის არასრულწლოვან შვილიშვილებს პერიოდულად აუპატიურებდა
პოლიციამ ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე 1 პირი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics