23:29 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-31 15:16:28, 359 ნახვა

საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრს მედიაციის საკითხებზე მომუშავე ბელგიელი ექსპერტი სტუმრობს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრს“ მედიაციის საკითხებში ბელგიელი ექსპერტი, ლეუვენის უნივერსიტეტის კრიმინოლოგიის ფაკულტეტის ხელმძღვანელი  ივო ერცენი სტუმრობს.

სამუშაო ვიზიტი ევროკავშირის პროექტის „სისხლის სამართლის სისტემის  რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ ხელშეწყობით  იმართება. ივო ერცენმა დანაშაულის პრევენციის ცენტრის მედიაციის სახლში პრაქტიკოს მედიატორებთან ორდღიანი სამუშაო შეხვედრები გამართა.

ამ შეხვედრებს ასევე დაესწრნენ იუსტიციის სასწავლო ცენტრის, გაეროს ბავშვთა ფონდის „იუნისეფის“ საქართველოს ოფისის და პროექტ „ჰარმონიის“ წარმომადგენლები. სამუშაო ჯგუფის თემა იყო „სასწავლო კურსის მოდულის შედგენა სისხლის სამართლის მედიაციის სფეროში“.

ივო ერცენის ვიზიტის მიზანია მედიაციის  სფეროში ბელგიური მეთოდის გაცნობა და   გამოცდილების გაზიარება. 1-ელ ივნისს კი ბელგიელი ექსპერტი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს იუსტიციის სამინისტროში  შეხვდება.

ამ  შეხვედრის  მიზანია  ზრდასრულ სამართალდამრღვევსა და დაზარალებულს, ასევე პატიმარსა და დაზარალებულს  შორის მედიაციის ბელგიური მოდელის გაცნობა, მათი გამოცდილების გაზიარება და საქართველოში  მედიაციის განვითარების სამომავლო პერსპექტივაზე მსჯელობა.

არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამა საქართველოში 2010 წელს დაიწყო. 2012 წლიდან პროგრამის მენეჯმენტს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ ახორციელებს.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics