2015-05-29 13:38:01, 403 ნახვა
საზოგადოება
ზუგდიდის უსახლკარო პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კომისიამ მორიგი სხდომა გამართა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის უსახლკარო და მძიმე სოციალური პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კომისიამ მორიგი სხდომა გამართა.
ზუგდიდის გამგეობის ინფორმაციით, კომისიამ სხდომაზე ორი სამშენებლო კომპანიის მიერ საჯარო ტენდერში წარმოდგენილი სახლის ესკიზებზე იმსჯელა.
მათივე ცნობით, ხუთ სამუშაო დღეში გახდება ცნობილი თუ რომელი სამშენებლო კომპანია განახორციელებს უსახლკარო და მძიმე სოციალური პირობების მქონე პირთათვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობას.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან