21:33 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-26 15:39:02, 325 ნახვა

საზოგადოება
ზუგდიდში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მიმდინარეობს

ზუგდიდში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

როგორც „ექსპრესნიუსს“ ზუგდიდის გამგეობიდან აცნობეს, დილიდან ქალაქის ცენტრში გამოფენილია სამხედრო ტექნიკა, იარაღები, საგანგეობო სიტუაციების სამსახურისა და სასწრაფო დახმარების სპეცტექნიკა. ზუგდიდში წელს პირველად გამოფენაზე გამოჩნდა ავტომოყვარულთა ტექნიკაც.

დილიდან ქალაქის ცენტრალურ ბულუარში სხვადსხვა სპორტული და კულტურული ღონისძიებები იმართება. ზუგდიდის შ. დადიანის დრამატული თეატრის მსახიობები ქუჩებში პანტონიმის დასის მსვლელობას და თეატრალურ წარმოდგენებს მართავენ. პარალელურად იმართება მარწყვის ფესტივალი, მშვიდობის თმაზე დაფაზე და ასფალტზე ხატვა, ნახატების გამოფენა ART- გალერეაში, სხვადასხვა მუსიკალური კონცერტები, ხალხური რეწვის ნიმუშების, ყვავილებისა და საკითხავი ლიტერატურის გამოფენა– გაყიდვა.

დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ზუგდიდის ახალ პარკში გალა კონცერტით დასრულდება, რომელიც საღამოს 7 საათზე დაიწყება. ჯგუფ „მგზავრებთან“ ერთად კონცერტზე მონაწილეობას ადგილობრივი შემსრულებლებიც მიიღებენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
WSJ: აშშ-სა და ისრაელის დაბომბვებმა ირანს ბირთვული ბომბის შექმნის შესაძლებლობა არ წაართვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics