|
2015-05-22 10:28:31, 331 ნახვა
საზოგადოება
2015 წლის მარტი-აპრილის თვეში შეჩერებული აუქციონებისა და თავიდან არიდებული იძულებითი აღსრულების სტატისტიკა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ-ი „აღსრულების ეროვნული ბიურო“ მოწოდებულია, მხარეებს შორის დავა მორიგებით დასრულდეს. აღსრულების ეროვნული ბიუროს აქტიური ჩართულობითა და მხარეებს შორის წარმატებით დასრულებული მოლაპარაკებების შედეგად 2015 წლის მარტი-აპრილის განმავლობაში შეჩერებული აუქციონებისა და თავიდან არიდებული იძულებითი აღსრულების მაჩვენებელი ასე გამოიყურება: სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ მიერ მხარეებს შორის მორიგების მაჩვენებელმა ორი თვის განმავლობაში შეადგინა 170 ერთეული; ამავე პერიოდში მორიგებით დასრულდა და, შესაბამისად, იძულებითი გამოსახლება არ განხორციელებულა 37 შემთხვევაში; მორიგების შედეგად, ამ ორი თვის განმავლობაში, შეწყდა 19 გამოცხადებული აუქციონი და აღარ მოხდა ქონების რეალიზაცია; ამავე საანგარიშო პერიოდში 1 115 მოქალაქეს გაუკეთდა ჯარიმის განწილვადება; ორი თვის მონაცემებით, დარეგულირდა ალიმენტის 126 საქმე. აღსრულების ეროვნული ბიუროს საერთო მონაცემებით, სულ მორიგებისა და განწილვადების რაოდენობამ ჯამურად, ყველა კატეგორიის მიხედვით, შეადგინა 1934 ერთეული.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)