20:49 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-18 11:10:31, 340 ნახვა

საზოგადოება
ქართულ მწვანილს, რუსეთის ტერიტორიაზე შესვლისას ექსპერტიზა ჩაუტარდება

ქართულ მწვანილს, რუსეთის ტერიტორიაზე შესვლისას ლაბორატორიული ანალიზი და ექსპერტიზა ჩაუტარდება.

ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, ბერლინის საერთაშორისო გამოფენის „მწვანე კვირეული 2015“ (Gruene Woche 2015) ფარგლებში, გაიმართულ მოლაპარაკებების დროს საქართველოს სურსათის ერვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაზა დოლიძემ და როსსელხოზნადზორის ხელმძღვანელმა სერგეი დენკვერტამ ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე ლაბორატორიული ექსპერტიზის სახელმწიფო სისტემის ჩამოყალიბებამდე, მხარეები მწვანილის ფიტოსანიტარიული სერთიფიცირების წინმსწრებ პროცედურებს ერთობლივად განახორციელებენ.

 პროდუქციას, რუსეთის ტერიტორიაზე შესვლისას,როსსელხოზნადზორის დაქვემდებარებაში არსებულ მცენარეთა კარანტინის ცენტრში  ყველა საჭირო ლაბორატორიული ანალიზი და ექსპერტიზა ჩაუტარდება. 

„Gruene Woche 2015 - ის ფარგლებში გამართული შეხვედრის დროს, რომელსაც სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველი ზურაბ ჩეკურაშვილი ესწრებოდა, დადებითად შეფასდა საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორისს სასოფლო-სამეურნეო საქონლის არსებული ტვირთბრუნვა, რომელმაც უკვე 200 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოდან რუსეთის ფედერაციაში სხვადასხვა სახის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის, მათ შორის თევზის, თაფლის, მზესუმზირის, სიმინდის და მწვანილის ექსპორტის შესაძლებლობა“, – აცხადებენ სამინისტროში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მდინარაძის ქონებრივი დეკლარაციები დამალეს და აღარ იძებნება
27-ე ბიბლიოთეკა გორის N3 საჯარო სკოლაში გაიხსნა - BOG, განათლების მთავარი მხარდამჭერი
ალიევი - ამ რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი, მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე
მოღალატევ, რუსების მონა - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ყოფილ პრემიერ ნოღაიდელს დაუპირისპირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics