05:00 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-19 10:43:18, 324 ნახვა

საზოგადოება
26 მაისისთვის მზადება დაიწყო

საქართველოს შეიარაღებული ძალებმა დამოუკიდებლობის დღისათვის მზადება დაიწყო.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 26 მაისს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ სამხედრო-საზეიმო ღონისძიებებში ავიაციაც იქნება ჩართული. ღონისძიებებთან დაკავშირებით, თბილისში 19, 20 და 25 მაისს რეპეტიციები ჩატარდება.

ღონისძიებებისათვის მზადების ფარგლებში, 19 მაისს 12:00 საათიდან 14:00 საათამდე 1 ერთეული „იროკეზის“ ტიპის შვეულმფრენი თავისუფლების მოედნიდან მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის გავლით თბილისის ზღვის მიმართულებით სავარჯიშო ფრენას განახორციელებს. 

20 მაისს 13:00 საათიდან 15:00 საათამდე „იროკეზის“ ტიპის შვეულმფრენი და L-39 ტიპის თვითმფრინავი „ალბატროსი“ თავისუფლების მოედნიდან მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის გავლით გლდანის რაიონის მიმართულებით საკოორდინაციო შემოფრენას შეასრულებენ.

25 მაისს გენერალური რეპეტიცია ავიაციის მონაწილეობით 12:45 საათიდან 14:30 საათამდე იგეგმება. 3 ერთეული „იროკეზის“ ტიპის შვეულმფრენი, 3 ერთეული L-39 ტიპის თვითმფრინავი „ალბატროსი“ და 3 ერთეული SU-25 ტიპის თვითმფრინავი „მიმინო“ დედაქალაქის თავზე თავისუფლების მოედნიდან მიხეილ მესხის სახელობის სტადიონისა და გლდანის რაიონის გავლით თბილისის ზღვის მიმართულებით გადაიფრენენ.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ფიცის მიღების ცერემონიალთან დაკავშირებით, ასევე, თავისუფლების მოედანზე დაგეგმილია რეპეტიციები.

23 მაისს 06:00 საათზე გადაიკეტება თავისუფლების მოედანი და მისი მიმდებარე ტერიტორია. რეპეტიცია დაახლოებით 12:00 საათამდე გაგრძელდება.

25 მაისს გენერალური რეპეტიცია 11:00 საათიდან, სავარაუდოდ, 18:00 საათამდე იგეგმება. თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა 26 მაისს ღონისძიებების დასრულებამდე შეიზღუდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics