11:31 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-18 12:55:44, 342 ნახვა

საზოგადოება
საკრებულოსთან იპოდრომზე მშენებლობის საპროტესტო აქცია–პერფორმანს მართავენ

თბილისის საკრებულოსთან გარემოს დაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციები საპროტესტო აქცია–პერფორმანს  მართავენ.
ისინი საკრებულოსთან საყვირებით და დასარტყამი ინსტრუმენტებით არიან მისულები და დედაქალაქის ხელისუფლებას მოუწოდებენ, იპოდრომზე კორპუსების განაშენიანების გეგმა არ დაამტკიცოს.
„ საკრებულო იპოდრომზე 11 კორპუსის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების საკითხს განიხილავს.  ჩვენ მივიჩნევთ, რომ ამ გეგმის დამტკიცება დაუშვებელია, რადგან თბილისში ისედაც ძალიან შემცირდა მწვანე საფარი. ახლა კი, ეს ადგილიც უნდა გაიჩეხოს, ჩვენ ვაპროტესტებთ ქალაქში ურბანული პოლიტიკის არარასებობას. თუ ხარ ინვესტორი, გაქვს ფული და ახირება გააკეთო რამე,  ამის საშუალებას გაძლევენ“, –  განაცხადა „პარტიზანი მებაღეობის“  წევრმა მარიამ ბაქრაძემ.
აქციაზე დაახლოებით 50 ადამიანია შეკრებილი. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics