|
2015-05-17 16:20:04, 320 ნახვა
საზოგადოება
პატრიარქი: თუ ოჯახები მტკიცე გვექნება, სახელმწიფოც მტკიცე და ურყევი იქნება
17 მაისი საქართველოში ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დაცვის დღეა. სამების საკათედრო ტაძარში, სადაც დაბრძანებულია აწყურის ღვთისმშობლის ხატი და სხვა სიწმინდეები, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ წირვა აღავლინა, პარაკლისი გადაიხადა და გვარებისა და ოჯახების კურთხევის ლოცვა წაიკითხა. ასევე ეკლესიის წევრ მრავალშვილიან ოჯახებს, განურჩევლად ეროვნებისა, კათოლიკოს-პატრიარქის სიგელი გადაეცათ. შემდეგ კი ხალხს დღესასწაულთან დაკავშირებული ბროშურები დაურიგდა. "მინდა შეგახსენოთ, რომ ოჯახი არის ფუძე კაცობრიობისა და ფუძე სახელმწიფოსი. თუ ოჯახები მტკიცე გვექნება, სახელმწიფოც მტკიცე და ურყევი იქნება. დღეს მე მინდა დავლოცო საქართველოს ყველა ოჯახი. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ოჯახის სიმტკიცე არის საწყისი ადამიანის ბედნიერებისა",-ბრძანა პატრიარქმა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)