05:57 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-15 10:13:29, 336 ნახვა

საზოგადოება
აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებმა სკოლის მოსწავლეებს პრევენციული კომუნიკაციის პროექტი გააცნეს

აღსრულების ეროვნული ბიურო აქტიურად განაგრძობს პრევენციული კომუნიკაციის პროგრამას 17-18 წლის მოზარდებთან. მორიგი შეხვედრა თბილისის 207-ე საჯარო სკოლაში გაიმართა. საუბრის მთავარი თემა შეუსრულებელი ვალდებულებებისა და ვალაუვალობის შესახებ სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება იყო. 
დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებმა მოისმინეს პრეზენტაცია, თუ რა უნდა იცოდნენ ვალის, ფინანსური ვალდებულებებისა და ადმინისტრაციული სახდელის შესახებ; რის უფლება აქვთ თავდებობის შემთხვევაში; როგორ დაიცვან თავი არასასურველი ვალისგან; რა უნდა გაითვალისწინონ იპოთეკის ხელშეკრულების დადებისას; რა ვადებში უნდა გადაიხადონ ადმინისტრაციული ჯარიმა, რათა თავიდან აიცილონ დამატებითი ხარჯები, დრო და ენერგია.
პრეზენტაციის შემდეგ მოსწავლეებსა და აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებს შორის ფინანსურ ვალდებულებებთან დაკავშირებით დისკუსია გაიმართა.

ინფორმაციისთვის: პროექტი შვედეთის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსთან (SIDA) ერთად ხორციელდება. აღსრულების ეროვნულ ბიუროში შექმნილ სამუშაო ჯგუფსა და შვედ ექსპერტებს შორის გამართული შეხვედრების შედეგად გადაწყდა საპილოტე პროექტის ჩაშვება, რომლითაც მოხდება დამამთავრებელი კლასების მოსწავლეების ინფორმირება ვალაუვალობის რისკებსა და მოსალოდნელ შედეგებზე. გარდა ამისა, სასკოლო ინფორმაციის პაკეტის შინაარსი, ასევე, შეიძლება მოიცავდეს ინფორმაციას აღსრულების ეროვნულ ბიუროზე, მის ფუნქციაზე, დემოკრატიულ და თანამედროვე საზოგადოებებში სააღსრულებო სისტემების საჭიროებაზე. 
აღსრულების ეროვნული ბიურო მომავალშიც გეგმავს, აქტიურად იმუშაოს პრევენციული კომუნიკაციის განხორციელების მიმართულებით. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics