|
2015-05-13 11:51:40, 314 ნახვა
საზოგადოება
გამოკითხულთა უმრავლესობა ყველაზე კარგად ეკლესიის, ჯარის და იუსტიციის სახლების საქმიანობას აფასებს
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა ყველაზე კარგად საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საქმიანობას აფასებს. კერძოდ, გამოკითხულთა 43% საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საქმიანობას ძალიან კარგად აფასებს, 32% კარგად, 14% საშუალოდ, 1% ცუდად, ასევე 1% ძალიან ცუდად, 8%-მა არ იცის, 1%-მა კი, პასუხზე უარი განაცხადა. რეიტინგში მეორე ადგილს საქართველოს ჯარი იკავებს. ჯარის საქმიანობას ძალიან კარგად 7% აფასებს, კარგად 43%, საშუალოდ 36%, ცუდად 3%, 10%-მა არ იცის, 1%-მა კი, პასუხზე უარი განაცხადა. რეიტინგში მომდევნო იუსტიციის სახლებია. მათ მუშაობას ძალიან კარგად 6% აფასებს, კარგად 31%, საშუალოდ 40%, ცუდად 5%, 16%-მა არ იცის, ხოლო 1%-მა პასუხზე უარი განაცხადა. მეოთხე ადგილს საქართველოს პოლიცია იკავებს. პოლიციის საქმიანობას ძალიან კარგად აფასებს გამოკითხულთა 4%, კარგად 32%, საშუალოდ 45%, ცუდად 10%, ძალიან ცუდად 1%, 7%-მა არ იცის, 1%-მა კი უარი განაცხადა პასუხზე. მეხუთე ადგილზეა სახალხო დამცველი, რომლის საქმიანობას ძალიან კარგად აფასებს 2%, კარგად 13%, საშუალოდ 48%, ცუდად 8%, ძალიან ცუდად 1%, 26%-მა არ იცის, 1%-ს მა კი პასუხზე უარი განაცხადა, რაც შეეხება ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, სასამართლოებს, მთავარ პროკურატურას და პარლამენტს, მათ საქმიანობას ძალიან კარგად გამოკითხულთა მხოლოდ 1% აფასებს. კერძოდ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობას ძალიან კარგად აფასებს გამოკითხულთა 1%, კარგად 15%, საშუალოდ 48%, ცუდად 10%, ძალიან ცუდად 1%, 23%-მა არ იცის, 2%-მა კი პასუხზე უარი განაცხადა. სასამართლოების მუშაობას ძალიან კარგად აფასებს 1%, კარგად 15%, საშუალოდ 44%, ცუდად 11%, ძალიან ცუდად 1%, 23%-მა არ იცის, 2%-მა კი პასუხზე უარი განაცხადა. პროკურატურის მუშაობას ძალიან კარგად აფასებს გამოკითხულთა 1%, კარგად 10%, საშუალოდ 44%, ცუდად 11%, ძალიან ცუდად 1%, 31%-მა არ იცის, 1 %-მა პასუხზე უარი განაცხადა. საქართველოს პარლამენტის მუშაობას ძალიან კარგად აფასებს 1%, კარგად 9%, 52% საშუალოდ, 19% ცუდად, 3% ძალიან ცუდად, 14%-მა არ იცის, 2% პასუხზე უარი განაცხადა. NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 27 მარტი - 19 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 4360 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)