|
2015-05-12 09:16:33, 301 ნახვა
საზოგადოება
შსს აკადემია საქართველოს საკალათბურთო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდმა „შსს აკადემიამ“ საქართველოს ჩემპიონატის მეოთხედფინალური სერია საკალათბურთო კლუბ "სოხუმს" საერთო ანგარიშით 3-2 მოუგო. მომდევნო ეტაპზე გასასვლელად გადამწყვეტი, მეხუთე მეოთხედფინალური მატჩი გამოდგა, რომელშიც შსს-ს გუნდმა მეტოქე 74-71 დაამარცხა. "შსს აკადემიასა" და "სოხუმს" შორის პლეი ოფის ყველა მატჩს თბილისის სპორტის სასახლემ უმასპინძლა. გუნდის ლიდერების პოზიციებს კვლავ გიორგი შარაბიძე, ნიკა მეტრეველი, გიორგი ცინცაძე და ბექა წივწივაძე ინარჩუნებდნენ. როგორც გუნდის მთავარი მწვრთნელი კოტე ტუღუში აცხადებს, „შსს აკადემია“ საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტია და უმთავრესი მიზანი პირველობისთვის ბრძოლაა. მომავალი კვირიდან სუპერლიგის ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართება, რომელთა დროსაც „შსს აკადემია“ „ბათუმს“ შეხვდება. აღსანიშნავია, რომ „შსს აკადემია“-ს კალათბურთელებს შორის საქართველოს ნაკრების 5 მოთამაშეა. „შსს აკადემიას“ აქტივებში 2013 წლის საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებულის ტიტულია, წელს კი ისინი ზურაბ საკანდელიძე- მიხეილ ქორქიას მემორიალური ტურნირის გამარჯვებულებიც გახდნენ.
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)