18:26 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-11 16:25:14, 389 ნახვა

საზოგადოება
პატრიარქმა ქობულეთში დაღუპული ბავშვებისთვის პანაშვიდი გადაიხადა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე რუსთავში, ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში,  მიბრძანდა, სადაც ქობულეთში გუშინ დაღუპული ბავშვების ცხედრებია დასვენებული. უწმინდესმა დაღუპული ბავშვებისთვის  სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
ცხედრები გუშინ გადაასვენეს ტაძარში,  სადაც სამოქალაქო  პანაშვიდი ამ დრომდე მიმდინარეობს.გარდაცვლილებს რამდენიმე დღეში საკუთარ სახლებში გადაასვენებენ.ადგილზე მთავრობის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ, მათ შორის განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე.
 მიხეილ გიორგაძის განცხადებით, აუცილებლად შესამუშავებელია რეგულაციები,  რომლებიც   იმ წესს განსაზღვრავს, რა წესითაც ბავშვების ჯგუფები იმოძრავებენ.
"გამოძიებაც ჩატარდება და ყველაფერი, მაგრამ ეს ამ  ამ ბავშვებს არ დააბრუნებს, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია, ვფიქრობ, ჩემს კოლეგებთან ერთად, განათლების სამინისტროდან,  სპორტის და ახალგაზრდობის, ჯანდაცვის სამინისტროდან, აუცილებლად არის შესაბამისი რეგულაციები შესამუშავებელი, რომელიც განსაზღვრავს იმ წესს, რა წესითაც ბავშვების ჯგუფები მოძრაობენ",-განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.
მშენებლობის სტანდარტების მკაფიოდ განსაზღვრაზე საუბრობს პარლამენტის იურიდიულ საკიხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე.
"საჭიროა, რომ მშენებლობის სტანდარტები იყოს უფრო მკაფიო, უფრო განსაზღვრული, უფრო მკაფიოდ გამოიკვეთოს უსაფრთხოების ზომები",-აღნიშნა ვახტანგ ხმალაძემ. 
ბავშვების დაღუპვის გამო, დღესვე  მწუხარება  გამოთქვა  სოფლის მეურნეობის მინისტრმაც.
"მინდა მივუსამძიმრო დაღუპული  ბავშვების ოჯახებს. მთელი საქართველო გლოვობს და ჩვენც ვუერთდებით მას",-განაცხადა ოთარ დანელიამ.
შეგახსენებთ, გუშინ,  05:00 საათზე,  ქობულეთში, აღმაშენებლის ქ. N358-ში, მდებარე სასტუმროს „არმაზი“ ხანძარი გაუჩნდა. იმ დროს სასტუმროში ქ. რუსთავის ქორეოგრაფიული ანსამბლის 35 ბავშვი იმყოფებოდა, რომლებიც ბათუმში მუსიკალურ ფესტივალში მონაწილების მისაღებად ჩავიდნენ. ხანძარს 3 ბავშვი ემსხვერპლა. სავარაუდოდ ხანძარი იმ ოთახში განჩნდა, სადაც დაღუპულები იმყოფებოდნენ. 
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ქობულეთში ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების ოჯახებს 10-10 ათასი ლარის ოდენობის დახმარება გადაეცემათ.გარდაცვლილების დაკრძალვის ხარჯებს კი,  ქალაქ რუსთავის მერია გაიღებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics