13:47 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-10 11:08:29, 328 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს საპატრულო პოლიციის მედია-სემინარში მონაწილე მედიის წარმომადგენლებს სერტიფიკატები გადაეცათ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარებული მედია-სემინარის ყველა მონაწილეს სერტიფიკატები გადაეცა.

მედია-სემინარი ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მიზნად ისახავდა საპატრულო პოლიციის მუშაობის, მეთოდების და განხორციელებული სიახლეების გაცნობას და ამ საკითხებში ჟურნალისტების ცნობიერების ამაღლებას. ამ ტიპის სემინარი საპატრულო პოლიციაში პირველად ჩატარდა.

შსს-ს მიერ ჩაატრებული  სემინარი თეორიული და პრაქტიკული ნაწილებისგან შედგებოდა. სწავლების თეორიულ ნაწილზე მედიის წარმოამდგენლებს საპატრულო პოლიციის დირექტორის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა  დეპარტამენტის მუშაობის სტილი, სტრუქტურა და მეთოდები გააცნო.

სემინარზე ასევე საუბარი იყო საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საპატრულო პოლიციის მუშაობაში განხორციელებულ და დაგეგმილ სიახლეებზე. მედიის წარმომადგენლებს თეორიულ ნაწილში ასევე გააცნეს ყველა ის განხორციელებული სიახლე რაც ბოლო პერიოდში საპატრულო პოლიციაში განხორციელდა. სემინარზე დაისვა ბევრი საინტერესო კითხვა რაზეც ლევან მაჭავარიანმა ამომწურავი პასუხები გასცა.

მედია-სემინარის ფარგლებში, ჟურნალისტებმა დაათვალიერეს პატრულ-ინსპექტორის აღჭურვილობა, შეიარაღება და ავტომანქანები. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მედიის წარმომადგენლებს დეტალურად აუხსნეს და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს ახალი ტექნიკური საშუალებების შესახებ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics