|
2015-05-09 14:55:58, 332 ნახვა
საზოგადოება
არჩილ ხაბაძემ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს სიმბოლური ჯილდოები გადასცა
მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 70-ე წლისთავთან დაკავშირებით, ბათუმში, რიგი ღონისძიებები გაიმართა. დილით გმირთა ხეივანში ომის ვეტერანები და საზოგადოების სხვა წევრები შეიკრიბნენ. ღონისძიებას ესწრებოდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე, ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს და ბათუმის საკრებულოს წევრები. ღონისძიებაზე ვეტერანებს ყვავილები და სიმბოლური ჯილდოები გადაეცათ. ბათუმის მერიამ მეორე მსოფლიო ომის 46 ვეტერანს გადასცა ერთჯერადი მატერიალური დახმარება 300 ლარის ოდენობით, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპული 14 მეომრის ოჯახის წევრებს - 200 ლარი. დღესვე კონოთეატრ აპოლოში ფილმის "ჯარისკაცის მამა" ჩვენება გაიმართა, რომელსაც ვეტერანები და ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)