|
2015-05-08 14:40:37, 321 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენელმა ნატო-ს სასწავლო კურსში მიიღო მონაწილეობა
შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენელმა ლევან ოშორიძემ მონაწილეობა მიიღო „ამბოხების საწინააღმდეგო ოპერაციების“ შესახებ ნატო-ს სასწავლო კურსში, რომელიც ქალაქ სარაევოში, მშვიდობის მხარდაჭერის სასწავლო ცენტრში (PSOTC) ჩატარდა. შსს-ს ინფორამციით, სასწავლო კურსი ნატო-ს გამოცდილმა ექსპერტებმა ჩაატარეს. პროგრამა მოიცავდა როგორც თეორიულ სწავლებას, ისე პრაქტიკულ სავარჯიშოებს. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ამბოხების საწინააღმდეგო ოპერაციებში ნატო-ს დოქტრინებსა და პრინციპებს. სწავლების დროს გამოყენებული იყო სიმულაციური ტრენინგები და სტუდენტებს უწევდათ რთული პრაქტიკული ამოცანების გადაჭრა. კურსს ესწრებოდნენ 12 ქვეყნის სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)