14:49 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-28 11:02:24, 446 ნახვა

საზოგადოება
ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე სანიტარული ჭრები იწყება

ეროვნული სატყეო სააგენტო და ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობა ერთობლივ სანიტარულ ჭრებს   ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე იწყებს. 

ინფორმაციას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით,  სანიტარულ ჭრებს ბორჯომის მუნიციპალიტეტი განახორციელებს, რომლის დროსაც   მოჭრილი და ტყიდან გამოტანილი იქნება მხოლოდ ხმელი ხმობადი და მავნებლით ძლიერ დაზიანებული ხეები, რომელიც   დაახლოებით 400 ოჯახს უსასყიდლოდ  გადაეცემა.

სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახური ჭრების პროცესს მონიტორინგს გაუწევს.  ჭრების დასრულების შემდეგ პლატოს ტერიტორიაზე, ეროვნული სატყეო სააგენტო მიმდინარე წელს, ტყის აღდგენის სამუშაოებს განახორციელებს.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, სამცხე-ჯავახეთის წიწვოვან კორომებში მბეჭდავი ქერქიჭამიას მასობრივი გავრცელება 2011 წლიდან გამოვლინდა. ხმობის ყველაზე მაღალი ინტენსივობა ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო უბნის, ჩარხისწყლის სატყეოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა.  

ტერიტორია დასახლებულ პუნქტთან სიახლოვის გამო ძირითად სარეკრიაციო ზონას წარმოადგენს და მნიშვნელოვანია მისი შენარჩუნება როგორც ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნებისთვის, ასევე რეგიონის ინფრასტრუქტურისა და ტურისტული პოტენციალის გაუმჯობესების  მიზნით. სანიტარული ჭრა, სწორედ აღნიშნული ტერიტორიიდან დაიწყება, ხოლო შემდგომ წლებში რეგიონის მასშტაბით განხორციელდება. 

ეროვნული სატყეო სააგენტო,  მავნებლებთან ბრძოლის ღონისძიებას ფერომონიანი მწერსაჭერების გამოყენებით 2012 წლიდან ახორციელებს. თუმცა, საუკეთესო შედეგებისთვის როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ექსპერტების მიერ რეკომენდირებულია სანიტარული ჭრების განხორციელება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics