|
2015-04-24 18:12:47, 610 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს სპორტული კლუბ MIA FORCE-ის მრბოლელი დათა ქაჯაია ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს
სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სპორტული კლუბის MIA FORCE-ის მრბოლელი დათა ქაჯაია ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს. შსს-ს ინფორმაციით, ქართული ავტოსპორტის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა როდესაც ძარიან ავტომობილებში ევროპის ჩემპიონატზე (ETCC) ქართველი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. ევროპის ჩემპიონატი 6 ეტაპად ჩატარდება. ტურნირს უნგრეთის, სლოვაკეთის, საფრანგეთის, ჩეხეთის, ბელგიისა და იტალიის ავტოდრომები უმასპინძლებენ. ჩემპიონატის ფარგლებში კლუბი MIA FORCE პარტნიორი ცნობილი გერმანული გუნდი Engstler Motorsport-ია, რომლის ეკიპაჟი სრულ მზადყოფნაშია ქართველი სპორტსმენისთვის სათანადო მომსახურების უზრუნველსაყოფად. 2012, 2013 და 2014 წლებში დათა ქაჯაია შსს-ს სპორტული კლუბის სახელით ასპარეზობდა საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) ეგიდით გამართულ LEGEND SUPER CUP- ის სახელწოდებით ცნობილ ჩემპიონატზე, რომელშიც ევროპის ჩემპიონის ტიტული ზედიზედ სამჯერ მოიპოვა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)