2017-08-10 16:13:50, 2402 ნახვა
საზოგადოება სამხედრო
ავღანეთში დაღუპული ქართველი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილი სამხედრო წესით დაკრძალეს
ზესტაფონის რაიონის სოფელ მარტოთუბანში ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედრო დაკრძალეს.
სერჯანტ მდინარი ბებიაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი დღეს დილიდან მიმდინარეობდა. ის საგვარეულო საფლავზე სამხედრო წესით დაკრძალეს.
ცნობისთვის, დაღუპული უმცროსი სერჟანტი შეიარაღებულ ძალებში 2010 წლიდან მსახურობდა.
შეგახსენებთ, II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე 3 აგვისტოს ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან