02:28 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-24 11:46:17, 516 ნახვა

საზოგადოება
კონფერენცია - „ტყის მდგარდი მართვა მწვანე ეკონომიკისთვის“ გაიმართა

სასტუმრო „კოსტე“ -ში კონფერენცია - „ტყის მდგარდი მართვა  მწვანე ეკონომიკისთვის“ გაიმართა.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციის მონაწილეებს მინისტრის მოადგილემ გიორგი სომხიშვილმა სიტყვით მიმართა.

„ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულების თანახმად  სატყეო სექტორს აქვს ნაკისრი ვალდებულება, რომელიც - ტყის მდგრად მართვასა და ხე-ტყის ნაწარმით ვაჭრობას ითვალისწინებს. აღნიშნული ვალდებულების აღსრულების მიზნით, სატყეო სექტორში გაწერილია მრავალი ქმედება და აქტიურად მიდის მუშაობა, რომლის განხორციელებაშიც ასევე ჩართულები არიან დონორი და პარტნიორი ორგანიზაციები“, - განაცხადა სომხიშვილმა.

შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრა პროექტის „ტყის მდგრადი მართვა მწვანე ეკონომიკისთვის“ კავკასიის რეგიონის კოორდინატორმა ელინა ვარშტამ.

„დღეევანდელ შეხვედრაზე პროექტში მონაწილე ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს. შეხვედრის მიზანია კავკაიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში შემუშავდეს ტყის მდგრადი მართვის სამოქმედო გეგმა, რათა განვითარდეს მწვანე ეკონომიკა“, - განაცხადა ელინა ვარშტამ.

რეგიონალურ სამუშაო შეხვედრას   აღმოსავლეთ ევროპის, ცენტრალური აზიის და კავკასიის ქვეყნების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრა გაეროს სურსათისა და  სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) პროგრამის ფარგლებში გაიმართა, რომლის მიხედვითაც მწვანე ეკონომიკაში ტყის მდგრადი მართვის სამოქმედო გეგმა შემუშავდება. პროექტი გაეროს ეკონომიკური კომისიის და საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ხორციელდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics