20:29 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-02 19:16:41, 750 ნახვა

სამხედრო
საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მიღებასთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანია დაიწყო

თავდაცვის სამინისტრომ საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მიღებასთან დაკავშირებით საქართველოს მასშტაბით საინფორმაციო კამპანია დაიწყო.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორი დღის განმავლობაში სამხედრო მოსამსახურეები კახეთის რეგიონში იმყოფებოდნენ და საგარეჯოს, სიღნაღის, დედოფლისწყაროს, გურჯაანის, თელავის, ახმეტის, ყვარელისა და ლაგოდეხის მოსახლეობას საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურის პირობები გააცნეს და დეტალური ინფორმაციის მისაღებად ბროშურები გადასცეს.

თელავში საინფორმაციო კამპანიას  გრიგოლ ფერაძეს სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი, ვიცე-პოლკოვნიკი ელგუჯა ბიბინიძეც შეუერთდა, რომელმაც ადგილობრივ მოსახლეობას რეკრუტირების პროგრამასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა. მოსახლეობის კითხვები ძირითადად სამხედრო სამსახურში არსებული პირობების, საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის საკითხებს, სოციალური პაკეტის გაუმჯობესებას, სამხედრო სამსახურში არსებულ პირობებსა და ანაზღაურების საკითხებს შეეხო.

რეკრუტირების პროგრამის საინფორმაციო კამპანია მთელ საქართველოს მოიცავს. თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები  მოსახლეობასთან შეხვედრას ხვალიდან ქვემო ქართლში განაგრძობენ, შემდეგ კი მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, სამეგრელოსა და გურიის რეგიონებში გადაინაცვლებენ.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
WSJ: აშშ-სა და ისრაელის დაბომბვებმა ირანს ბირთვული ბომბის შექმნის შესაძლებლობა არ წაართვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics