00:39 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-11 17:31:15, 926 ნახვა

სამხედრო
სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებისთვის მხარდამჭერი ღონისძიება გაიმართა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის ორგანიზებით, სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებისთვის მხარდამჭერი ღონისძიება გაიმართა.

საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეების შვილებმა ლუდსახარში „ზედაზენი“ მოინახულეს. გორის რაიონის მცხოვრები სამხედროების შვილები წარმოების პროცესს ადგილზე გაეცნენ. მოზარდებმა არმაზში დიდი მცხეთის არქეოლოგიური სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალიც მოინახულეს და არმაზისხევს-პიტიახშების რეზიდენცია, ასევე სამაროვანი დაათვალიერეს. მოგვიანებით, ბავშვებს კომპანია „ვენდისმა“ უმასპინძლა.

ბავშვები საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, კომპანია „ზედაზენის“, „ვენდისისა“ და ქალთა საქველმოქმედო ფონდ „ვიქტორიას“ წარმომადგენლებმა დაასაჩუქრეს.

ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი მედიცინის დარგში ფრენსის ბანისტერი, ასევე სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის წარმომადგენლები დაესწრნენ.

სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტი სამხედრო მოსამსახურეების შვილებისთვის მსგავსი ღონისძიებების ორგანიზებას მომავალშიც გეგმავს.

 

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics