21:12 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-20 17:09:34, 458 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს საგარეო უწყბა ლიბიაში ეთიოპიელი ქრისტიანების მკვლელობის ამსახველი კადრების გავრცელების გამო, შეშფოთებას გამოხატავს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს შეშფოთებას 2015 წლის 19 აპრილს ტერორისტული დაჯგუფების „ისლამური სახელმწიფო ერაყსა და ლევანტში“ მიერ გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით, რომლებიც სავარაუდოდ ასახავენ ლიბიაში ეთიოპიელი ქრისტიანების მკვლელობას და მიზნად ისახავენ შიშისა და ტერორის დანერგვას, ისევე როგორც რელიგიური შუღლის გაღვივებას.

"საქართველო მკაცრად გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას, მათ შორის ჩადენილს ეთნიკური და რელიგიური მოტივით. მივიჩნევთ, რომ ზემოაღნიშნული ტერორისტული აქტი და „ISIL”-ის სხვა ქმედებები წარმოადგენს უდიდეს დანაშაულს  მთელი კაცობრიობის წინაშე. 

ქართული მხარე შეშფოთებას გამოხატავს უკანასკნელ პერიოდში მსოფლიოში ტერორისტული საფრთხის ზრდის გამო და იმედოვნებს, რომ საერთაშორისო საზოგადოება მეტად გააქტიურებს ძალისხმევას არსებული გამოწვევების დასაძლევად. მათ შორის, უმნიშვნელოვანესია დაჩქარდეს ლიბიის სახელმწიფოში მიმდინარე კონფლიქტის პოლიტიკური გადაჭრა, რათა ლიბიამ შეძლოს კონცენტრირება ტერორიზმის საფრთხეზე და მოახდინოს მის ტერიტორიაზე მოქმედი ტერორისტული დაჯგუფებების განეიტრალება.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს და მათ მთავრობებს",-ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics