16:41 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-20 10:10:13, 622 ნახვა

საზოგადოება
სამსახურებრივი მოვალეობის დროს, ასევე ომში დაღუპულ პოლიციელთა ოჯახის დახმარების შესახებ კანონპროექტი მთავრობას მზად აქვს

საქართველო მთავრობას "სახელმწიფო კომპენსაციისა და  სახელმწიფო აკადემიური  სტიპენდიის შესახებ" კანონპროექტი  პარლამენტში წარსადგენად მზად აქვს.

ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.კანონპროექტით, სამსახურებრივი მოვალეობის დროს და ომში დაღუპულ დაღუპულ პოლიციელთა ოჯახებს  1000 ლარიანი დახმარება დაენიშნებათ.

"პირველი საკითხი შეეხება ჩვენს დაპირებას, დაღუპული პოლიციელების ოჯახებისთვის ყოველთვიური 1000 ლარიანი დახმარების საკითხს.ვახტანგი  წარმოადგენს ამ კანონპროექტს.ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. შეგახსენებთ, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ჯარისკაცებისთვის დავაწესეთ ყოველთვიური დახმარება, გასულ წელ იყო 500 ლარიანი დახმარება,  წელს უკვე 1000 ლარიანი დახმარება ეძლევათ მათ ოჯახებს და დღევანდელი გადაწყვეტილებით, ჩვენ უკვე ოფიციალურად შევიტანთ პარლამენტში,  რომ განვიხილოთ ეს საკითხი და დავამტკიცოთ. იმისთვის, რომ სამსახურებრივი მოვალეობის დროს,  ასევე ომში დაღუპული პოლიციელების ოჯახებს დაენიშნოთ ყოველთვიური 1000 ლარიანი დახმარება",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics