2017-05-27 13:00:04, 1958 ნახვა
კომენტარი
ლევან იზორიას განცხადებით, შს მინისტრის შესაძლო შეცვლაზე გავრცელებული ინფორმაცია საფუძველს მოკლებულია
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ შს მინისტრის თანამდებობაზე გიორგი მღებრიშვილს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე შეცვლის, „ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული“.
ამის შესახებ მინისტრმა ჟურნალისტებს სასტუმრო „ჰუალინგში“ განუცხადა, სადაც ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში თავდაცვისა და უშიშროების, ეკონომიკისა და უსაფრთხოების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების კომიტეტების სხდომა მიმდინარეობს.
„ეს შეკითხვა რამდენჯერმე დამისვეს. მინდა ცალსახად გითხრათ, რომ ეს ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული“, - განაცხადა ლევან იზორიამ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან