17:31 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-26 13:34:59, 2274 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
პრემიერი: საქართველო დამოუკიდებელი, თავისუფალი ქვეყანაა და ამ უდიდეს მონაპოვარს არაფრის ფასად არ დათმობს

დღეს საქართველო თავისუფალი და დამოუკიდებელი ქვეყანაა და არაფრის ფასად არ დათმობს ამ უდიდეს მონაპოვარს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თავისუფლების მოედანზე განაცხადა, სადაც სამხედრო ფიცის დადების ცერემონიალი გაიმართა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, წელს დამოუკიდებლობის დღე გამორჩეულია იმით, რომ შოთა რუსთაველს და მის უკვდავ ვეფხისტყაოსანს ეძღვნება.

„ჩვენ მსოფლიოს უდიდესი საგანძურის პატრონი ერი ვართ და როგორც რუსთაველის შთამომავლები, ვალდებული ვართ ვუერთგულოთ და ვუცხოვროთ იმ ღირებულებებით, რომელიც 850 წელს ითვლის. ალბათ ამიტომაცაა, რომ ქართველი კაცის გაუტეხელობამ, ღირსებამ, სიმამაცემ, თავგანწირვამ და რაინდობამ სამშობლო შეგვინარჩუნა“, - აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა სამშობლოსთვის თავდადებულ გმირები გაიხსენა და აღნიშნა, რომ დღეს მშვიდობიანი და თანმიმდევრული პოლიტიკაა ის იარაღი, რომელიც საქართველოს გააერთიანებს.

„დღევანდელ დღეს, მინდა ქედი მოვიხარო სამშობლოსთვის თავდადებული გმირების უკვდავი სულების წინაშე და პატივი მივაგო საქართველოს თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას. დღეს ქვეყანას ჩვენგან თავდადება ისევ სჭირდება, რათა შევინარჩუნოთ, კიდევ უფრო განვამტკიცოთ და გავაძლიეროთ ჩვენი მრავალეროვანი ქართული სახელმწიფო. დღეს მშვიდობიანი და თანმიმდევრული პოლიტიკაა ის იარაღი, რომელიც გააერთიანებს ჩვენს სამშობლოს და დაგვიბრუნებს აფხაზ და ოს ძმებს. დღეს საქართველო არის ქვეყანა, რომლის მოქალაქეებსაც ევროპამ ფართოდ გაუღო კარები და მე მჯერა, რომ სულ მალე დადგება დრო, როდესაც თანამედროვე და დემოკრატიული საქართველოს სახელმწიფო ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს დიდ ევროპულ ოჯახში. მე მჯერა, რომ ჩვენს ქვეყანას ნათელი მომავალი აქვს. ჩვენ ვაშენებთ თავისუფალ, დემოკრატიულ და ძლიერ ქვეყანას. ჩვენ აუცილებლად ვიამაყებთ ჩვენი ერთიანი სამშობლოთი“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics