17:30 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-26 12:30:37, 1992 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
პაოლო ალი: რუსეთი ძალიან ძლიერად იყენებს პროპაგანდას და ჩვენ მსჯელობთ ამ საერთო საფრთხეზე

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პაოლო ალის განცხადებით, რუსეთი ძალიან ძლიერად იყენებს პროპაგანდას და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა მუდმივად მსჯელობს ამ საკითხზე.

როგორც პაოლო ალიმ, პარლამენტში, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარესა და ნატო-ს  საპარლამენტო ასამბლეაში პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელ ირაკლი სესიაშვილთან,   პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან,  ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის  გენერალურ მდივანთან და  ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა,

„პროპაგანდა ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ რუსე/ტის ფედერაცია ძალიან ძლიერად იყენებს პროპაგანდას არა მხოლოდ ამ რეგიონში, ბალკანეთში,  უკრაინაში, მოლდოვეთთან და სხვა ქვეყნებთან მიმართებაში. ჩვენ ვიცით, რომ არის დიდი ზეგავლენა რუსეთის ფედერაციის მხრიდან, თუ გნებავთ ევროპარლამენტებზე. პროპაგანდა ზემოქმედებას ახდენს ძირითადად უფრო იმ ქვეყნებზე, რომლებიც ახლოს არიან რუსეთთან, მაგრამ ეს საერთო, ზოგადი საფრთხეა. ნატო და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა  მუდმივად ბჭობენ ამ საკითხზე. ჩვენს პარლამენტებში, ნატოს წევრი ქვეყნების პარლამენტში, ჩვენს პარტნიორ დამკვირვებელი ქვეყნების პარლამენტში ვბჭობთ  ამ საკითხზე. ეს არაა მხოლოდ სამხედრო საფრთხე, კიბერ საფრთხეები, ეს საერთო საფრთხეს და მუქარას წარმოადგენს“,-აღნიშნა პაოლო ალიმ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics