17:29 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-26 11:35:03, 2298 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე: ვიმედოვნებთ, ნატო-სთან პრაქტიკული თანამშრომლობა მალე მჭიდრო ინტეგრაციაში გადაიზრდება

"უკვე გვაქვს კონკრეტული შედეგები საქართველოსთვის-ნატოს ხელშეწყობით ძლიერდება ჩვენი თავდაცვა, ჩვენი უსაფრთხოება და იმედს გამოვთქვამთ, რომ პრაქტიკული თანამშრომლობა მალე მჭიდრო ინტეგრაციაში გადაიზრდება”,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, გენერალურ მდივანთან და საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მიისვე თქმით, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელობასთან საქართველოსა და ნატოს ურთიერთობის საკვანძო საკითხები განიხილეს.

„ჩვენი შემდგომი თანამშრომლობა, შემდგომი დაახლოების გზები.  ჩვენი მეგობრების მხრიდან, კიდევ ერთხელ გამოითქვა სრული მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი”,-აღნიშნა კობახიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics